თურქეთს მოგება გაუჭირდა | ბულგარეთი პროგრესირებს და მწვრთნელი კმაყოფილია
Aa
Aa

თურქეთს მოგება გაუჭირდა | ბულგარეთი პროგრესირებს და მწვრთნელი კმაყოფილია

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თურქეთმა შინ ბულგარეთს 2:0 მოუგო. მე-18 წუთზე ჩალჰანოღლუმ პენალტიდან შეაგდო, 83-ე წუთზე ჩერნევის ავტოგოლი დაფიქსირდა.

მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრ დიმიტროვის ხელმძღვანელობით ბულგარეთმა მესამედ ითამაშა. ბოლო მატჩები რომ შევადაროთ, ბულგარეთი გაშვებული გოლების რაოდენობას ამცირებს, დაცვაში თამაშს აუმჯობესებს. დიმიტროვის სადებიუტო მატჩში შინ თურქეთთთან 1:6 დამარცხდნენ, შემდეგ სტუმრად ესპანეთთან 4:0 განადგურდნენ, გუშინ ღამით კი თურქეთს ბულგარეთისთვის გოლების გატანა ძალიან გაუჭირდა. აღსანიშნავია, რომ 1:0-ზე ბულგარელებმა ბურთი კარის ძელს გაარტყეს. მატჩის შემდეგ დიმიტროვი ფეხბურთელების დამოკიდებულებით კმაყოფილი იყო.

დიმიტროვი: „ჩემი ფეხბურთელების დამოკიდებულება მომეწონა. გარკვეულ მომენტებში ჩვენი გუნდის შეტევაში თამაში მომეწონა, თუმცა ამაზე კიდევ უნდა ვიმუშავოთ.

მამაცები ვხდებით, თავდაჯერება საჭიროა. ზოგი რამ უარყოფითად მოქმედებს. ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი შედეგია საჭირო. რუსევმა ბურთი ძელს გაარტყა და შემდეგ ჩერნევის ავტოგოლი იყო, თითქოს გუნდს რაღაც უბედურება აწევს. თითოეული მოთამაშე მაქსიმალურად დაიხარჯა. ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად ჩემი გუნდის ფეხბურთელებს ასეთ გამოსვლას ვულოცავ. სამწუხაროდ, ქულა ვერ ავიღეთ

ახლა საქართველოსთვის მზადებას ვიწყებთ’’.

5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილის მესამე ადგილს იკავებს. „ჯვაროსნები" თურქეთს 9 ქულით, ხოლო ესპანეთს 12 ქულით ჩამორჩებიან. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ერთი მატჩია დარჩენილი, რომელსაც ბულგარეთთან 18 ნოემბერს გავმართავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩვენს გუნდში კვარა საუკეთესო იყო | Sofascore-სა და Whoscored-ის შეფასებები
ჩვენს გუნდში კვარა საუკეთესო იყო | Sofascore-სა და Whoscored-ის შეფასებები