“ამ სპორტში ყველაზე მოსაწყენი ხარ“ - თოფურიამ მახაჩევს მიმართა
UFC-ში ქვესაშუალო წონაში ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ქამარს დაეუფლა. დაღესტნელი მებრძოლი ორი წონის ჩემპიონია.
აღნიშნულ დაპირისპირებას ილია თოფურია გამოეხმაურა, რომელმაც ორივე მებრძოლს მიმართა.
თოფურია:
„ჯეკ, მთელი კემპი ჭიდაობას უნდა დაუთმო. რა დიდი იმედგაცრუება ჩემპიონია. საქართველოში უნდა წახვიდე და რამე ისწავლო.
ისლამ, შენ რაღაც გაკლია, რასაც ვარჯიშით ვერ შეიძენ - ემოცია. შენ ამ სპორტში ყველაზე მოსაწყენი ხარ. ვრწმუნდები, რომ აუცილებლად დაგაძინებ.“
Jack needs an entire camp dedicated just to wrestling. What a disappointment of a champion. You should go to Georgia to learn something.
— Ilia Topuria (@Topuriailia) November 16, 2025
Islam, you need something you can’t train: emotion. You’re the most boring thing in this game. Every day I’m more certain I put you to sleep.
ცნობისთვის, ამ გამარჯვებამდე UFC-ის Pound-for-pound რეიტინგში მახაჩევი მეორე პოზიციას იკავებდა და მხოლოდ „ელ მატადორს“ ჩამორჩებოდა. UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა მახაჩევი-მადალენას ბრძოლამდე განაცხადა, რომ თუ ისლამი დელა მადალენას დაამარცხებდა და ქამარს დაისაკუთრებდა, ილიას ადგილს წაართმევდა და პირველი გახდებოდა.