ზაგრების გრან პრი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
14-16 ნოემბერს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოისტთა გრან პრი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.
ნაკრების მწვრთნელებმა ტურნირისთვის 9-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც როგორც ახალბედა, ისე გამოცდილი ძიუდოისტები გხვდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
- -66 კგ. - თორნიკე მაზიაშვილი, ლაშა ნადირაძე.
- -73 კგ. - გიორგი იანტბელიძე, თორნიკე მოსიაშვილი.
- -81 კგ. - ირაკლი ბეროშვილი.
- -90 კგ. - ლუკა მაისურაძე, მიხეილ კუპრაშვილი.
- +100 კგ. - გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი.
ცნობისთვის, ტურნირში მონაწილეობას მსოფლიოს 49 ქვეყნის 398 სპორტსმენი მიიღებს.