„თუ გადაწყვეტენ, მზად ვარ“ - დვალიშვილმა ვოლკანოვსკი ახსენა
UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში იმდენად უკონკურენტოა, ბევრი თვლის, რომ ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევის მსგავსად დივიზიონი მანაც უნდა შეიცვალოს და სხვაგან მოსინჯოს ძალები. სხვათა შორის, იგივე აზრი საჯაროდ შესთავაზა „მანქანას“ „ელ მატადორმა“ და დარწმუნებით განუცხადა, რომ ის ქვემსუბუქ წონაშიც დაუმარცხებელი იქნება. რამდენად არის ეს ყველაფერი შესაძლებელი ამის თაობაზე დასმულ შეკითხვას, მერაბმა ასეთი პასუხი გასცა:
„მისმინეთ, ალექსანდრ ვოლკანოვსკისთვის გამოწვევის გაგზავნას არ ვაპირებ, რადგან მისნაირ დიდებულ ჩემპიონებს ვაფასებ. უბრალოდ ფოკუსირებული ვარ ჩემს დივიზიონზე და არ ვაპირებ ავსტრალიელის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვას. თუმცა, UFC-ის ხელმძღვანელების მხრიდან ამ ჩხუბის ჩანიშვნასთან დაკავშირებით შემოთავაზებას აუცილებლად დავთანხმდები, რადგან მე ნამდვილი მებრძოლი ვარ და როგორ კონტრაქტსაც დამიდებენ, ხელი უნდა მოვაწერო და საკუთარი სიძლიერე დავამტკიცო“.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ისლამ მახაჩევთან და ილია თოფურიასთან განცდილი მძიმე მარცხების შემდეგ, ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა, თუმცა ვისთან დაიცავს დიეგო ლოპესთან მოპოვებულ ქამარს, ჯერჯერობით უცნობია.