„ორივე მონსტრია, მაგრამ...“ - ჩენდლერის არჩევანი თოფურიასა და პერეირას შორის
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზონის მებრძოლმა, მაიკლ ჩენდლერმა ილია თოფურია და ალექს პერეირა ერთმანეთს შეადარა მათ შორის არჩევანი გააკეთა.
რას ამბობს ჩენდლერი:
„ვფიქრობ, თოფურია შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში ყველაზე ტექნიკური მებრძოლია, იგივეს ვიტყვი ალექს პერეირაეც. მაგრამ მათ შორის თუ ერთ-ერთის არჩევა მომიწევს, ვფიქრობ, თოფურიას ავირჩევ. ილია ალექსზე უკეთესია.“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლო ბრძოლა 2025 წლის ივნისში, ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართა და პირველივე რაუნდში დაანოკაუტა, რითაც ჩემპიონის ქამარსაც დაესაკუთრა. ალექს პერეირამ კი რამდენიმე კვირის წინ, მაგომედ ანკალაევის დამარცხებით ქვე-მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა.