ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, მაიკლ ჩენდლერი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ილია მონსტრია“ | ჩენდლერის აზრით, გეიჯი და პედი თოფურიასთან უშანსოდ არიან

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მაიკლ ჩენდლერმა, ილია თოფურიაზე ისაუბრა. ჩენდლერმა „ელ მატადორის“ პოტენციურ მეტოქეებზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტს თოფურიასთან შანსი არ აქვთ.

„პირადად მე მსურს, თოფურიას ჯასტინ გეიჯი დაუპირისპირდეს, თუმცა ორივე მებრძოლის სასარგებლოდ მრავალი არგუმენტის მოყვანა შეიძლება. პიმბლეტს არასდროს ჰქონია საჩემპიონო ორთაბრძოლა და ის შედარებით ახალგაზრდაა. გეიჯიმ კი ურთულესი მეტოქეების წინააღმდეგ დაამტკიცა, თუ რა შეუძლია, და ღონისძიების საუკეთესო ორთაბრძოლის ბონუსებიც არაერთხელ მიუღია, თუმცა ტიტულის მოპოვების შანსი ჰქონია.

ეს რთული გადაწყვეტილებაა და UFC იმ არჩევანს გააკეთებს, რომელიც მისთვის ყველაზე გამართლებული იქნება. მე მინდა, ეს ბრძოლა გეიჯის მისცენ, თუმცა არ გამიკვირდება, თუ პიმბლეტს აირჩევენ. შეუძლიათ თუ არა მათ თოფურიას დამარცხება? — არა. ჩემი აზრით, ილია თოფურია მსოფლიოში საუკეთესო უნარების მქონე მებრძოლია. ის და ალექს პერეირა ნამდვილი მონსტრები არიან.“

ცნობისთვის, ჩენდლერი გეიჯის და პიმბლეტს კარგად იცნობს — 2021 წელს ის ჯასტინთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, ხოლო 2025 წელს პიმბლეტთან ტექნიკური ნოკაუტით წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს 30 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი - რომელ ადგილზეა ხვიჩა
მსოფლიოს 30 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი - რომელ ადგილზეა ხვიჩა