ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ლამინ იამალი
Aa
Aa

მსოფლიოს 30 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი - რომელ ადგილზეა ხვიჩა

გავლენიანმა გამოცემა GiveMeSport-მა მსოფლიოს 30 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. გამოცემის ჟურნალისტებმა რეიტინგის შედგენისას ისეთი კრიტერიუმები გამოიყენეს, როგორიცაა საერთაშორისო აღიარება და შედეგზე გავლენის მოხდენის სტატისტიკა.

პირველ ადგილზე რეიტინგში „რეალის“ ფრანგი ფორვარდი კილიან მბაპე მოხვდა, მეორეზე „ბარსელონას“ ვუნდერკინდი ლამინ იამალია, ხოლო სამეულში „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების ლიდერი ჰარი კეინი მოხვდა. პირველ ათეულში ასევე არიან ერლინგ ჰოლანდი, პედრი, უსმან დემბელე, ვიტინია, რობერტ ლევანდოვსკი, ჯუდ ბელინგემი და მოჰამედ სალაჰი, სრულ რეიტინგს კი ბმულზე გაეცნობით.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, პსჟ-ის ქართველი შემტევი 24-ე ადგილზეა. რას წერს მასზე გამოცემა:

„თუ ევროპის ნებისმიერ მცველს ჰკითხავთ, რომელი გარემარბის წინააღმდეგ თამაშის ეშინიათ ყველაზე მეტად, დიდი ალბათობით, ძალიან ბევრი ხვიჩა კვარაცხელიას დაასახელებს. ძალისა და სისწრაფის ერთობლიობა მას მარცხენა ფლანგზე მომაკვდინებელ იარაღად აქცევს. მართალია, გოლებისა და ასისტების რაოდენობთ ის სხვებს ჩამორჩება, მაგრამ მისი თამაში მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

კვარაცხელია უმოწყალოა. ისევე როგორც მისი თანაგუნდელები (რაც ლუის ენრიკეს დიდი დამსახურებაა), ხვიჩა ბურთით დამაჯერებელი და პირდაპირია. 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 12 გოლი და 9 ასისტი მიითვალა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მატჩი ძალიან ცუდად დავიწყეთ, შეცდომები უნდა გავაანალიზოთ“ - კვარაცხელია
„მატჩი ძალიან ცუდად დავიწყეთ, შეცდომები უნდა გავაანალიზოთ“ - კვარაცხელია