ლივერპული, გიორგი მამარდაშვილი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

მამარდაშვილი: “რეალთან გამარჯვებით ვტკბებით“

გიორგი მამარდაშვილმა მადრიდის რეალის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულის შემადგენლობაში, თანაც ისე, რომ კარი მშრალად შეინახა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა მეკარემ კომენტარი გააკეთა.

მამარდაშვილი:

„რთული მატჩი იყო, შესანიშნავად ვითამაშეთ და გამარჯვებით სიამოვნებას ვიღებთ. პირველ ნახევარში ერთხელ ჩავერთე მატჩში. სხვა მხრივ ბევრი საქმე არ მქონია. კურტუამ დიდებულად ითამაშა და არაერთ ბურთი აიღო.

რთული პერიოდი ყველა გუნდს აქვს. ჩვენ ეს პერიოდი გამოვიარეთ და დავძლიეთ. ასეთ დროს მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მუდამ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს რეალის წინააღმდეგ გავაკეთეთ.“

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე კარი მშრალად პირველად შეინახა. ლივერპული ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის შემდეგ ტურში პსვ-ს უმასპინძლებს.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები