„პოზიციას სწორად არჩევდა, ბელინგემს კარგი ბურთი აუღო“ | ინგლისური პრესის შეფასება
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეოთხე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ „რეალი“ 1:0 დაამარცხა. „მამარდამ“ კარი მშრალად შეინახა და მატჩის შემდეგ ინგლისურმა პრესამ მისი თამაში შეაფასა.
This is anfield: „სწრაფი სტარტის შემდეგ, ტიბო კურტუას უფრო მეტჯერ მოუწია თამაშში ჩართვა, თუმცა ეს რა ნიშნავს, რომ გიორგი მამარდაშვილს საქმე არ ჰქონია. პირველი ტაიმის ბოლოს ქართველმა მეკარემ ორი ბურთი მოიგერია და ბელინგემისა და გიულერის დარტყმები აიღო. ნაკლებად დატვირთული მეორე ტაიმის მიუხედავად, ეს გამარჯვება არასდროს დაავიწყდება.“
Goal: „მტკიცედ იდგა და პირველ ნახევარში, ბელინგემის წინააღმდეგ კარგი სეივი მიითვალა. ველოდებოდით, რომ უფრო მეტი საქმე ექნებოდა.“
Liverpool.com: „პირველად თამაშში საწყისი ტაიმის ბოლოსკენ ჩაერთო და რამდენიმე წუთიან ინტერვალში კარგი სეივები ჰქონდა. ალბათ, ელოდებოდა, რომ ბევრად მეტი საქმე ექნებოდა.“
Liverpool Echo: „უსაქმოდ იყო, სანამ ჯუდ ბელინგემის დარტყმა ფეხით არ მოიგერია. მეორე ტაიმში კარგ თამაშს უყურა.“
Express: „მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში მაყურებლის როლი ჰქონდა, თუმცა ყურადღებით იყო, როდესაც რეალმა სახიფათო მომენტები შექმნა. ლივერპულის დაცვის კარგი თამაშის წყალობით, ბევრი საქმე არ ჰქონია.“
Liverpool world: „ჯუდ ბელინგემის დარტყმამდე ბევრი საქმე არ ჰქონია. მეორე ტაიმში იგივე სცენარი იყო, თუმცა ბურთს დამაჯერებლად ანაწილებდა.“
Rush the kop: „ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ პოზიციას სწორად არჩევდა და ბელინგემს კარგი ბურთი აუღო.“
Rousing the kop: „პირველ ტაიმში ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ ჯუდ ბელინგემს კარგი ბურთი აუღო. მეორე ტაიმში ბევრი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ კარი მშრალად დამსახურებულად შეინახა.“
ცნობისთვის, „რეალის“ კარში ერთადერთი გოლი ალექსის მაკ ალისტერმა გაიტანა. რაც შეეხება „წითლების“ მომდევნო მეტოქეს, შემდეგ შეხვედრას არნე სლოტის გუნდი „სიტისთან“ გამართვს.