ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მატჩი ძალიან ცუდად დავიწყეთ, შეცდომები უნდა გავაანალიზოთ“ - კვარაცხელია

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ბაიერნთან“ წაგებული მატჩი შეაფასა. მისი განცხადებით, „ბაიერნი“ ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, რომელიც მეტოქეს დაშვებულ შეცდომებს არ პატიობს.

რა თქვა ხვიჩამ:

„რთული მატჩი იყო, ძალიან ცუდად დავიწყეთ, შეცდომები დავუშვით და ორი გოლი გაგვიტანეს. უნდა გავაანალიზოთ მატჩი და მომდევნო შეხვედრები უკეთ ჩავატაროთ.

მანუელ ნოიერი ფეხბურთის ლეგენდაა, მის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული გრძნობაა. არის თუ არა „ბაიერნი“ ამჟამად ევროპის ყველაზე ძლიერი გუნდი? ამის თქმა რთულია, ევროპაში არაერთი ძლიერი გუნდია და „ბაიერნიც“ მათ შორისაა, რაც ძალიან კარგად ვიცოდით. ისინი რიცხობრივ უმცირესობაშიც თავს ძალიან კარგად იცავდნენ. გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. თუმცა სეზონი გრძელია და წინ კიდევ ბევრი მატჩი გველის.

დემბელეს და ჰაკიმის ტრავმები? რთულია, როდესაც ასეთი დონის ფეხბურთელებს კარგავ. ისინი გუნდში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. იმედია, ორივე ძალიან მალე დაგვიბრუნდება.

ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ, ამიტომ ძალების სწრაფი აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც მცირე ტკივილი გაწუხებს, ამას უნდა შეეგუო. ასეთია ფეხბურთი, სხვა არჩევანი არ გვაქვს“.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ შინ „ბაიერნთან“ 1:2 დამარცხდა. ლუის დიასის დუბლს პარიზელებმა მეორე ტაიმში ჟოაუ ნევეშის გოლით უპასუხეს. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ ტაიმში ლუის ენრიკეს გუნდმა ტრავმების გამო უსმან დემბელე და აშრაფ ჰაკიმი დაკარგა.

კვარაცხელიას გამორჩეული მომენტები VS ბაიერნი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდამ ბელინგემს აუღო - ლივერპულმა რეალი ენფილდზე დაამარცხა
მამარდამ ბელინგემს აუღო - ლივერპულმა რეალი ენფილდზე დაამარცხა