ენრიკე: დიასის გაძევებამდე ბაიერნმა გვაჯობა, კიდევ ერთ გოლს იმსახურებდა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში პსჟ შინ „ბაიერნთან’’ 1:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ აღიარა, რომ ლუის დიასის გაძევებამდე „ბაიერნმა'' უკეთ ითამაშა და კიდევ ერთ გოლს იმსახურებდა.
ენრიკე CANAL+ Foot-ს ესაუბრა: „როცა ორივე გუნდი 11 ფეხბურთელით ვთამაშობდით, „ბაიერნი’’ უკეთესი იყო. ჩვენ მათ გოლი ვაჩუქეთ. „ბაიერნი’’ პირველ ტაიმში კიდევ ერთ გოლს იმსახურებდა. როცა მეტოქე 10 ფეხბურთელით დარჩა, თამაში შეიცვალა. ვიცით რომ ძალიან რთული კალენდარი გვაქვს. ვნახოთ, როგორი შედეგი იქნება’’.
პსჟ შემდეგ მატჩს ლიგა 1-ში „ლიონთან'' სტუმრად გამართავს (9 ნოემბერი), შემდეგ „ლე ავრს'' მიიღებს (23 ნოემბერი), რასაც ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემთან'' მატჩი მოჰყვება.
პსჟ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. 4-დან 3 მატჩი მოიგო, 14 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა.