ისლამ მახაჩევი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

ისლამ მახაჩევი: თავს ჯერ კიდევ მსუბუქი წონის ჩემპიონად ვგრძნობ

ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენასთან ბრძოლის წინ განაცხადა, რომ ის დღემდე თავს მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონად მიიჩნევს.

„ყველა ჩემი მეტოქე კარგად იბრძოდა დგომში. ჯეკი შესანიშნავი მოკრივეა, ერთ-ერთი საუკეთესო. მაგრამ მეც კარგი დამრტყმელი ვარ. ვნახოთ, რომელი იქნება ჩვენ შორის უკეთესი. თავს ჯერ კიდევ მსუბუქი წონის ჩემპიონად ვგრძნობ. მე ხომ არ დამიკარგავს ჩემი ქამარი ორთაბრძოლაში, უბრალოდ, მეორე ტიტულისთვის ვიბრძოლებ,“ – თქვა მახაჩევმა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი მადალენასა და მახაჩევს შორის  16 ნოემბრის ღამეს, UFC 322-ზე, ნიუ-იორკში გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.

გეტყვით ასევე, რომ ჯეკ დელა მადალენამ ქვესაშუალო წონის ჩემპიონის ტიტული ბელალ მუჰამადის დამარცხებით მოიპოვა, ხოლო ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი ბოლოს იანვარში, რენატო მოიკანოს ძლევით დაიცვა, რის შემდეგაც ქვესაშუალო დივიზიონში აინაცვლა.

ცნობისათვის, ჯეკ დელა მადალენა 8 წელი და 342 დღეა არ დამარცხებულა, ისლამ მახაჩევის წაუგებელი სერია კი 9 წელსა და 5 დღეს ითვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ თეთრ სახლში ქართველი რუსს ეჩხუბება...“ – რას ამბობს ხაბიბ ნურმაგომედოვი
„თუ თეთრ სახლში ქართველი რუსს ეჩხუბება...“ – რას ამბობს ხაბიბ ნურმაგომედოვი