მერაბ დვალიშვილი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„მერაბი დამავიწყდა“ | მახაჩევის კომენტარი საკუთარ P4P ტოპ 5-ზე

ისლამ მახაჩევმა ადინ როსთან საუბრისას UFC-ის ხუთი საუკეთესო მებრძოლი დაასახელა. ისლამმა საკუთარი თავი, ტომ ასპინალი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ალეშანდრე პანტოჟა და ილია თოფურია გამოარჩია. მახაჩევმა მერაბ დვალიშვილი ტოპ 5-ში არ შეიყვანა და მის ამ არჩევანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

რამდენიმე წუთის წინ ისლამმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მან ზემოთ ხსენებულ საუკეთესო ხუთეულზე ისაუბრა და „მანქანა“ დაამატა: „მერაბ დვალიშვილი დამავიწყდა. ის ერთ-ერთი საუკეთესოა.“

შეგახსენებთ, რომ UFC-ის ამჟამინდელ Pound-for-Pound რეიტინგში პირველ ადგილს ილია თოფურია იკავებს. მახაჩევი მეორეზეა, ხოლო მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის შემდეგ სწორედ მერაბი მოდის. მეოთხე ხამზატ ჩიმაევია, მეხუთე - ალეშანდრე პანტოჟა.

გეტყვით იმასაც, რომ მახაჩევი მომდევნო ორთაბრძოლას ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართავს და ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება. მათი ჩხუბი UFC 322-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც თბილისის დროით, კვირას გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არანორმალურია, სიგიჟეა, რასაც აკეთებს“ | მოკაევი მერაბით აღფრთოვანებულია
„არანორმალურია, სიგიჟეა, რასაც აკეთებს“ | მოკაევი მერაბით აღფრთოვანებულია