„არანორმალურია, სიგიჟეა, რასაც აკეთებს“ | მოკაევი მერაბით აღფრთოვანებულია
მუჰამედ მოკაევმა, რომელმაც ბოლოს BRAVE-ში იჩხუბა, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ბრიტანელმა მებრძოლმა სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონით აღფრთოვანება ვერ დამალა და აღნიშნა, რომ „მანქანა“ არანორმალურია.
„მერაბ დვალიშვილი არანორმალურია — ოთხი საჩემპიონო ორთაბრძოლა ერთი წლის განმავლობაში! როცა UFC-ში ვიყავი, ერთ წელიწადში ოთხი ორთაბრძოლა გავმართე და ყოველ მომდევნო ჩხუბში უფრო და უფრო ცუდად გამოვიყურებოდი.
მახსოვს, ვგრძნობდი, რომ ჩემი ორგანიზმი ასეთ აქტიურობას ვერ უძლებდა. შვიდი ორთაბრძოლა ორ წელიწადში — და ყოველ მომდევნო ჩხუბში უფრო და უფრო ცუდად გამოვიყურებოდი, რაც გადაღლილობის ბრალი იყო.
ეს ბიჭი კი 5 რაუნდიან ორთაბრძოლებს ატარებს და ბოლო 12 თვეში ქამარს მეოთხედ იცავს. სიგიჟეა! თუ პიოტრ იანს დაამარცხებს, ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო სუპერმსუბუქი წონოსანი მებრძოლი გახდება.“
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის იანვარში მერაბმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა, ივნისში შონ ო’მალის დაუპირისპირდა და „შუგას“ მახრჩობელა ილეთით მოუგო. ოქტომბერში მერაბმა კორი სენდჰეგენს სძლია, ხოლო იანს დეკემბერში შეხვდება.