ილია თოფურია, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„თუ თეთრ სახლში ქართველი რუსს ეჩხუბება...“ – რას ამბობს ხაბიბ ნურმაგომედოვი

UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, რომელიც ამჟამად ისლამ მახაჩევსა და უმარ ნურმაგომედოვს წვრთნის, მომდევნო წლის ივნისში ვაშინგტონში, თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ის ღონისძიებაზე ისაუბრა.

რას ამბობს „არწივი“:

„თუ თეთრი სახლის ღონისძიებაზე ვსაუბრობთ, იქ ამერიკელმა მებრძოლებმა უნდა იჩხუბონ - ეს უფრო საინტერესო იქნებოდა. თუ თეთრი სახლის ეზოში ქართველი რუსს ეჩხუბება [იგულისხმება ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევის შესაძლო ბრძოლა], ეს არ იქნება საინტერესო. ჩემი აზრით, ამ ქარდზე ამერიკელმა მებრძოლებმა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან უნდა იჩხუბონ“.

როდის გაიმართება UFC-ის ღონისძიება თეთრი სახლის ეზოში, ჯერჯერობით ოფიციალურად უცნობია, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს 14 ივნისს მოხდება, როდესაც ამერიკის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 80 წელი შეუსრულდება.

აქვე გეტყვით, რომ ამჟამად UFC-ში მხოლოდ ორი ამერიკელი ჩემპიონია - კაილა ჰარისონი (სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონი) და მაკენზი დერნი (მინიმალური წონითი დივიზიონი).

რამდენიმე დღეში ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში სადებიუტო ბრძოლას ჩაატარებს - მისი მეტოქე ამ წონის მოქმედი ჩემპიონი ჯეკ დელა მადალენა იქნება, რომელიც ტიტულს პირველად დაიცავს. მახაჩევმა განაცხადა, რომ თუ ჩემპიონი გახდება, ქამარს პირველად კამარუ უსმანთან დაიცავს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მახაჩევი: ილია სულ ამაზე ლაპარაკობს, ყველას უნდა ეს ბრძოლა იხილოს
მახაჩევი: ილია სულ ამაზე ლაპარაკობს, ყველას უნდა ეს ბრძოლა იხილოს