ისლამ მახაჩევი, დრიკუს დუ პლესი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

„ჯეკის გამარჯვება მსურს, თუმცა...“ - დუ პლესის პროგნოზი

UFC-ის საშუალო წონით დივიზიონში ხამზატ ჩიმაევთან განცდილი მარცხის შემდეგ, რომლის გამოც საჩემპიონო ქამარი დაკარგა, დრიკუს დუ პლესი მედიის წინაშე იშვიათად ჩნდება, თუმცა ამჯერად ტრადიცია დაირღვა და სამხრეთ აფრიკელმა მებრძოლმა მოახლოებულ ღონისძიებაზე გამოთქვა საკუთარი პროგნოზი, რომლის მთავარი მოვლენაც ნახევრადსაშუალო დივიზიონში ჯეკ დელა მადალენასა და ისლამ მახაჩევის ორთაბრძოლა იქნება.

დრიკუს დუ პლესი

ძალიან დიდი სურვილი მაქვს მადალენამ გაიმარჯვოს, თუმცა სამწუხაროდ ის ამის გაკეთებას ვერ მოახერხებს, რადგან მახაჩევი მისთვის ზედმეტად ძლიერი მეტოქეა. როდესაც ამ ჩხუბზე ვფიქრობ, არ მომდის თავში აზრად ის კომპონენტი, რის ხარჯზეც შეიძლება ჯეკმა ისლამი დაამარცხოს.

შეგახსენებთ, რომ ხამზატ ჩიმაევთან დამარცხებამდე, დრიკუს დუ პლესიმ საშუალო წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამარი შონ სტრიკლენდის დამარცხებით მოიპოვა, რის შემდეგაც ტიტული ორჯერ ისრაელ ადესანიასა და იმავე სტრიკლენდის ძლევით დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მახაჩევი: მადალენას შემდეგ კამარუ უსმანს ვეჩხუბები
მახაჩევი: მადალენას შემდეგ კამარუ უსმანს ვეჩხუბები