ამირან გოგოლაძე
Aa
Aa

ქამრისთვის ბრძოლა მოიგო | გოგოლაძე Octagon-ის ჩემპიონია

MMA-ში, ორგანიზაცია Octagon-ში ამირან გოგოლაძემ ქამრისთვის ბრძოლა მოიგო. 28 წლის გოგოლაძემ იესინ აიარი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ქამრისთვის ბრძოლაში ქართველის მეტოქე ფელიქს კლინკჰამერი უნდა ყოფილიყო, თუმცა გერმანელმა მებრძოლმა შაბათის ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე ტრავმა მიიღო და ტურნირს ჩაეხსნა. კლინკჰამერი აიარმა შეცვალა.

აიარი, რომელიც 2016-20 წლებში UFC-ში გამოდიოდა, კარიერაში 20 ბრძოლა მოიგო, 7 დათმო. 2025 წლიდან OKTAGON-ის მებრძოლია და ამ ორგანიზაციაში, გოგოლაძესთან ბრძოლამდე, ორივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

ამირანმა ბოლოს Dana White's Contender Series-ზე წააგო, როდესაც დარიუს ფლაუერსთან ჩხუბი მხრის ამოვარდნის გამო ვერ გააგრძელა. „სნაიპერს“ Octagon-ზე ზედიზედ ხუთი გამარჯვება აქვს.

Octagon-ი ევროპაში ყველაზე დიდი ორგანიზაციაა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები