შავკატ რახმონოვი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

„ტრავმა რომ არ მიმეღო, ამას ვერ ეღირსებოდა“ - რახმონოვმა დელა მადალენას უპასუხა

საჩემპიონო ჩხუბამდე რამდენიმე საათით ადრე, UFC-ის ქვესაშუალო წონით დივიზიონში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, თუმცა არა ბრძოლის მონაწილეებს, არამედ ერთ-ერთ მონაწილესა და შავკატ რახმონოვს შორის. ყველაფერი ჯეკ დელა მადალენას განცხადებით დაიწყო, რომელმაც აღნიშნა, რომ მის მომდევნო მეტოქედ და ქამრის პრეტენდენტად ყაზახ მებრძოლს არ განიხილავს, რადგან ასეთი შანსის მისაღებად, მისი აზრით ნებისმიერი სპორტსმენი აქტიური უნდა იყოს, ამ მხრივ კი ავსტრალიელი თვლის, რომ რახმონოვზე უფრო მეტად ბოლო პერიოდში შონ ბრედი და იან გერი გამოირჩეოდნენ.

ბუნებრივია, დელა მადალენა რახმონოვმა უპასუხოდ არ დატოვა და ასეთი რამ განაცხადა: „ჯეკ, ჩემი ტრავმა ერთადერთი მიზეზია იმისა, რის გამოც შენ სატიტულო ბრძოლის ჩატარების შანსი მიიღე. აქტიურობაზე თუ ამახვილებ ყურადღებას, თუ დაგავიწყდა, მე შეგახსენებ, რომ მანამდე 14 თვე არაფერს აკეთებდი“.

შეგახსენებთ, რომ შავკატ რახმონოვი ბოლოს ოქტაგონში 2024 წლის დეკემბერში შევიდა და იან გერი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ის დაუმარცხებელი მებრძოლია (19-0), ხოლო UFC-ში 7-ბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC 322 | მახაჩევმა და დელა მადალენამ წონა ჩააბარეს
UFC 322 | მახაჩევმა და დელა მადალენამ წონა ჩააბარეს