ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ჟორჟ სენ-პიერი
Aa
Aa

ილიაზე მაღლა დააყენა | სენ-პიერი თვლის, რომ ისლამი UFC-ის საუკეთესო მებრძოლია

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჟორჟ სენ-პიერმა The Schmo-ს ინტერვიუ მისცა და ისლამ მახაჩევზე ისაუბრა. კანადელის მიხედვით, მახაჩევი ილია თოფურიაზე მაღლა დგას და ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლია.

„ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის, ისლამ მახაჩევი UFC-ის P4P რეიტინგში პირველი უნდა იყოს, ის ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლია. მან მსუბუქ წონით დივიზიონში რთულ მეტოქეებს მოუგო და რაღაც ახლის გაკეთება გადაწყვიტა.

პირადად ჩემთვის, ამ მომენტისთვის, ისლამი საუკეთესოა. თუ მან ჯეკ დელა მადალენას მოუგო, საუკეთესოს სტატუსს გაიმყარებს და ალბათ სხვებისთვისაც ნომერ პირველი გახდება.“

ცნობისთვის, UFC-ის Pound-for-pound რეიტინგში მახაჩევი მეორე პოზიციას იკავებს და მხოლოდ „ელ მატადორს“ ჩამორჩება. UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა დღეს განაცხადა, რომ თუ ისლამმა დელა მადალენას მოუგო და ქამარი დაისაკუთრა, ილიას ადგილს წაართმევს და პირველი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ მოიგო, P4P რეიტინგში პირველზე გადავა?“ | რას ამბობს უაითი მახაჩევზე
„თუ მოიგო, P4P რეიტინგში პირველზე გადავა?“ | რას ამბობს უაითი მახაჩევზე