სიგიჟე უნგრეთში და განადგურებული სომხეთი - პორტუგალია მუნდიალზე, ირლანდია კი პლეი-ოფში ითამაშებს
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე F ჯგუფის გათამაშებაც დასრულდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ 2026 წლის მუნდიალზე პორტუგალიის ნაკრები ითამაშებს, პლეი-ოფში კი ირლანდიის ნაკრები იასპარეზებს.
კრიშტიანურ რონალდუს გარეშე დარჩენილმა პორტუგალიამ საკუთარ მოედანზე სომხეთის ეროვნული ნაკრები 9:1 გაანადგურა. რობერტო მარტინესის გუნდმა პირველი ტაიმი ვეიგას, რამუშის, ბრუნდო ფერნანდეშის გოლებით და ჟოაო ნევეშის დუბლით 5:1 მოიგო, მეორე ნახევარში კი მეტოქეს კიდევ 4 უპასუხო გოლი გაუტანა - 2 გოლი ბრუნო ფერნანდეშის, 1-1 გოლი კი ჟოაო ნევეშისა და კონსეინსაუს ანგარიშზეა. შესაბამისად, დღევანდელ მატჩში ბრუნომ და ნევეშმა ჰეთ-თრიკები შეასრულეს.
რაც შეეხება ირლანდიისა და უნგრეთის ნაკრებების შეხვედრას, აქ გულშემატკივარმა დრამატული დასასრული იხილა. იმის მიუხედავად, რომ უნგრელები თამაშს ორჯერ იგებდნენ, ირლანდიელებმა ორივეჯერ შეძლეს გათანაბრება და მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლიც გაიტანეს. ამ წყვილში გამარჯვებული ავტომატურად ინაღდებდა პლეი-ოფის საგზურდს, უნგრელებს კი ხელს ფრეც აძლევდათ, თუმცა ირლანდიის ნაკრებმა პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო და პაროტის დიდი დამსახურებით ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება მოახერხა. საგულისხმოა, რომ პეროტმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და ირლანდიის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
შესაბამისად, ჯგუფში პირველ ადგილზე 13 ქულით პორტუგალია გავიდა, მეორე პოზიცია 10 ქულით ირლანდიამ დაიკავა, მესამეზე 8 ქულით უნგრეთი, ბოლო, მე-4 ადგილზე კი 3 ქულით სომხეთის ეროვნული გუნდი გავიდა.