ლაშა დვალი
Aa
Aa

„ლაშას არაფერი დაუშავებია, ილიამ ძალიან გამახარა“ - დვალის და ბერიაშვილის აგენტის კომენტარი

უკანასკნელი წლების განმავლობაში ცნობილი აგენტის, ლაშა ოდილაძის სახელს არაერთი ქართველი ფეხბურთელის სოლიდურ ევროპულ კლუბში ტრანსფერი უკავშირდება. ბუდუ ზივზივაძე, ლაშა დვალი, ილია ბერიაშვილი - ეს იმ მოთამაშეების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ოდილაძესთან თანამშრომლობენ და ეს უკანასკნელი მედიის წარმომადგენლებთან მუდამ კონტაქტურია, რაც ნამდვილად დასაფასებელია. Crystalsport-თან ინტერვიუში მან დვალთან დაკავშირებულ გაუგებრობაზეც ისაუბრა, რომელზეც ვილი სანიოლმა საყვედურები საჯაროდ გამოთქვა და ასევე ბერიაშვილის ნაკრებში გამოძახებითაც სიხარული ვერ დამალა.

ლაშა ოდილაძე

ილია ბერიაშვილი მიმდინარე სეზონში და წინა წლებშიც უმაღლეს დონეზე თამაშობდა და მისი საქართველოს ნაკრებში გამოძახება სრულიად დამსახურებულია. პატარა ასაკიდანვე ის საოცარი სისწრაფით გახლდათ დაჯილდოებული, უნგრეთში გადაბარგების შემდეგ კი ტაქტიკურად და ფიზიკურადაც დაიხვეწა.

სიმართლე გითხრათ, მას შარშან ზამთარში საკმაოდ სერიოზული გუნდები ეპატიჟებოდნენ, მაგრამ ერთ-ერთ ამხანაგურ შეხვედრაში ზურგის ტრავმა მიიღო და ტრანსფერი ამიტომაც ჩაგვეშალა. არა უშავს, ყველაფერი წინ არის და დარწმუნებული ვარ ახლა, როდესაც ნაკრებშიც გამოიძახეს, მის მიმართ ინტერესი გაორმაგდება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ნიკა კვეკვესკირი, რომელიც ამჟამად სანიოლის ასისტენტია და დარწმუნებული ვარ, ბერიაშვილი დადებითად დაუხასიათა.

რაც შეეხება ვილი სანიოლის მიერ დვალთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს - ლაშას ისეთი არაფერი უთქვამს, ფეხბურთის თამაშის დროს ემოციები ხშირად წინა პლანზე გამოდის და შესაბამისად, მსგავსი ინციდენტები ჩვეულებრივი ამბავია. სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიკვირდა, რატომ თქვა ვილიმ ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში დვალის კლასის მცველზე უარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ყველაფერი დალაგდება და ლაშა საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ილია ბერიაშვილი ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში ბულგარეთთან მატჩისთვის გამოიძახა. ლაშა დვალის სანაკრებო განაცხადს მიღმა დარჩენის მიზეზად კი მის ერთ-ერთ შენიშვნაზე ფეხბურთელის უარყოფითი რეაქცია დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თითქოს ერთსულოვნება ყველამ დავკარგეთ | კორღალიძე ნაკრების წარუმატებლობაზე
თითქოს ერთსულოვნება ყველამ დავკარგეთ | კორღალიძე ნაკრების წარუმატებლობაზე