საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები, უკრაინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

საფრანგეთი მუნდიალზე, უკრაინა პლეი-ოფში | D ჯგუფის საბოლოო შედეგები

ევროპის მასშტაბით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპების დასკვნითი ტურები მიმდინარეობს და ცოტა ხნის წინ მუნდიალის და პლეი-ოფის კიდევ ერთი მონაწილე გუნდების ვინაობა გაირკვა.

D ჯგუფში, საფრანგეთის ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ისედაც განაღდებული ჰქონდა, თუმცა დიდიე დეშამის გუნდმა დასკვნით მე-6 ტურში სტუმრად აზერბაიჯანს გადახალისებული შემადგენლობით მაინც დამაჯერებლად, 3:1 მოუგო და შესარჩევი ეტაპი 16 ქულით დაასრულა. დღევანდელ მატჩში გოლები მატეტამ და აკლიუჩემ გაიტანეს, ერთი გოლიც კი საკუთარ კარში აზერბაიჯანის მეკარემ, მაჰამადალიევმა შეაგდო.

რაც შეეხება ჯგუფის მეორე შეხვედრას, უკრაინამ პოლონეთში ნეიტრალურ სტადიონზე ისლანდიას უმასპინძლდა და 2:0 გაიმარჯვა, რითაც პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. საგულისხმოა, რომ უკრაინელებს სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად და მეორე ადგილის დასაკავებლად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ. გუნდებს თანაბარი ქულები ჰქონდათ, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ისლანდია უკრაინაზე წინ იყო, თუმცა, უკრაინელმა ფეხბურთელებმა ზუბკოვისა და გუცულიაკის გოლებით 2:0 გაიმარჯვეს და პლეი-ოფის საგზურიც მოიპოვეს.

D ჯგუფში 16 ქულით პირველ ადგილზე საფრანგეთი გავიდა, მეორე პოზიციაზე მყოფმა უკრაინამ 10 ქულა დააგროვა, მესამეადგილოსანმა ისლანდიამ 7, ბოლო, მე-4 ადგილოსანმა აზერბაიჯანმა კი 1.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიგიჟე უნგრეთში და განადგურებული სომხეთი - პორტუგალია მუნდიალზე, ირლანდია კი პლეი-ოფში ითამაშებს
სიგიჟე უნგრეთში და განადგურებული სომხეთი - პორტუგალია მუნდიალზე, ირლანდია კი პლეი-ოფში ითამაშებს