თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 14 ქულა ყოფილ გუნდთან - ბარსელონამ ბასკონიას მოუგო

თორნიკე შენგელიას რამდენიმედღიან ინტერვალში „ბარსელონას“ შემადგენლობაში ორი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწია თამაში და თუ კატალონიელებმა რამდენიმე დღის წინ ევროლიგაში ბოლონიის „ვირტუსს“ აჯობეს, ამჯერად ესპანეთის ჩემპიონატში „ბასკონია“ 8-ქულიანი სხვაობით, 91:83 დაამარცხეს, რაშიც ქართველმა მძიმე ფორვარდმა საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე გატარებულ 25 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. შენგელიამ ათიდან შვიდი ორქულიანი გამოიყენა, ერთი საჯარიმო გააფუჭა და პერიმეტრიდან ჩაგდების მისი ორივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. შვიდი ექვსი მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

3 მოგებითა და 4 წაგებით „ბარსელონა“ ესპანეთის ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კატალონიელები ევროლიგაში სტუმრად „ანადოლუ ეფესთან“ გამართავენ, რომელიც 20 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანაძის ეფექტური დებიუტი - 24 ქულა ალიკანტესთან
სანაძის ეფექტური დებიუტი - 24 ქულა ალიკანტესთან