გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 11 ქულა - ტენერიფე ვალენსიასთან დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფე ვალენსიას ესტუმრა და 79: 96 დამარცხდა.

გიორგი შერმადინმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. ჯამში კი პარკეტზე 22 წუთი და 31 წამი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა 11 ქულას და 6 მოხსნას მოუყარა თავი.

მატჩის მიმდინარეობისას, გიორგიმ 6 ორქულიანიდან 4 ჩააგდო, ხოლო 3 საჯარიმო ტყორცნიდან სამივე გამოიყენა. 6 მოხსნიდან სამი საკუთარ ფარზე შეასრულა, 3 მეტოქის. ჯამში 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ტენერიფეს 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მე-4 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, შერმადინის გუნდი სარაგოსას ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის 12 ქულა - ტორონტომ ინდიანა დაამარცხა
მამუკელაშვილის 12 ქულა - ტორონტომ ინდიანა დაამარცხა