„ვნახოთ, შეასრულებს თუ არა თოფურია თავის სიტყვას“ - პიმბლეტი ილია VS ისლამზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ბრიტანელმა მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ისლამ მახაჩევზე, ილია თოფურიაზე და ქვესაშუალო წონაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
„ილია ამბობდა, რომ ქვესაშუალო წონაში ასვლა და მახაჩევთან ჩხუბი სურს, თუმცა ახლა ამ წონაში სხვა პრეტენდენტებიც არიან - მორალესი, პრატესი, იან მაჩადო გარი (თუ ბელალ მუჰამედს მოუგებს). ასევე არის შავკატ რახმონოვიც, რომელიც დაახლოებით ერთი წელია მთავარ პრეტენდენტად ითვლება. ბოლო 10 წელია, ყველაზე საინტერესო წონა მსუბუქი იყო, თუმცა ახლა ქვესაშუალოში უფრო საინტერესო სიტუაცია იქმნება.
ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ისლამ მახაჩევი, იმიტომ რომ ილიამ ან თავისი დაპირება უნდა შეასრულოს და ქვესაშუალო წონაში ავიდეს, ან მეორე დაპირება გაიხსენოს და მე მეჩხუბოს. შესაძლოა არა ილიას, არამედ ჯასტინ გეიჯის ვეჩხუბო - ეს ახლა არავინ იცის, თუმცა მე აუცილებლად ვიჩხუბებს 2026 წლის დასაწყისში, ვინც არ უნდა იყოს ჩემი მეტოქე“.
შეგახსენებთ, რომ UFC 322-ზე მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ორი წონის ჩემპიონი გახდა - ეს ბრძოლა მახაჩევისთვის ქვესაშუალო წონაში სადებიუტო იყო.
ბრძოლის შემდეგ ილია თოფურიამ მახაჩევს მიმართა და შერეულ ორთაბრძოლებში ყველაზე მოსაწყენი უწოდა, რასაც ისლამი გამოეხმაურა და თქვა, რომ ტიტულს რამდენჯერმე დაიცავს და ყველა მეტოქესთან საქმეს მარტივად დაასრულებს.