„როგორ ვიჩხუბებდი ხამზატთან?“ - მერაბმა ჩიმაევთან ბრძოლის სცენარი აღწერა
UFC-ის უმსუბუქესი (ან სუპერმსუბუქი) წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი, ცნობილი ამერიკელი იუთუბერის, The Schmo-ს სტუმარი იყო, სადაც ხამზატ ჩიმაევთან ჩხუბის სცენარი წარმოიდგინა.
The Schmo-ს კითხვაზე, თუ როგორ გაუწევდა ხამზატს წინააღმდეგობას, „მანქანამ“ ასეთი პასუხი გასცა:
„არ მინდა ხამზატთან ბრძოლა... მაგრამ თუ ხამზატ ჩიმაევთან ბრძოლა მოგიწევს, მაშინ ჯიუ-ჯიცუ ძალიან კარგად უნდა იცოდე. ასევე, თავის დაძვრენა და დისტანციის შექმნა უნდა გეხერხებოდეს. ძლიერი ფეხები უნდა გქონდეს და წამოდგომა შეგეძლოს, ასე უბრალოდ ვერ ივლი. წრეზე უნდა ირბინო და დისტანცია შეინარჩუნო. ეს გილბერტ ბერნსს გამოუვიდა, მის შეტევებს თავი დააღწია. ამიტომ ჯიუ-ჯიცუს ცოდნა დაგჭირდება. ვფიქრობ, რომ ახლა ხამზატი გაცილებით უკეთესი მებრძოლი გახდა. ყველასთვის რთული იქნება. წარმატებას ვუსურვებ მის მომდევნო მეტოქეს, მაგრამ ძალიან რთული ღამე ექნება.“
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს, მერაბ დვალიშვილი ჩემპიონის ტიტულს კიდევ ერთხელ, ამჯერად კორი სენდჰეგენთან დაიცავს.
რაც შეეხება ხამზატ ჩიმაევს, ის რამდენიმე კვირის წინ საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა, როდესაც საჩემპიონო ბრძოლაში დრიკუს დუ პლესი ხუთრაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.