ნოვაკ ჯოკოვიჩი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მარინ ჩილიჩი
Aa
Aa

თუ მოიგებს ჯოკოვიჩს ხვდება - შანხაიში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ცნობილი გახდა, რომ შანხაის მასტერსზე მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილი მიიღებს.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე პირველივე წრეში კოლოსალურად გამოცდილი მარინ ჩილიჩი იქნება, რომელიც ამჟამად ATP რეიტინგში 97-ე ადგილს იკავებს.

კიდევ უფრო საინტერესო ის გახლავთ, რომ ჩილიჩის დამარცხების შემთხვევაში, 33 წლის ქართველის შემდეგი მოწინააღმდეგე თვით ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი და მარინ ჩილიჩი ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ. ისინი 2021 წელს შტუტგარტის ტურნირზე ბალახის საფარზე დაუპირისპირდნენ და ჩილიჩმა ორ სეტში 6:3 6:2 მოიგო.

შეგახსენებთ, ქართველმა ჩოგბურთელმა შანხაის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერ ბერნარდ ტომიჩი და შემდეგ სპიცირი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თანამშრომლობა წყენის გარეშე დავასრულეთ“ - სინერის ფიზიოთერაპევტის პირველი კომენტარი
„თანამშრომლობა წყენის გარეშე დავასრულეთ“ - სინერის ფიზიოთერაპევტის პირველი კომენტარი