ორ სეტში გაიმარჯვა | ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში იასპარეზებს. საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი ელიოტ სპიცირის დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში დაამარცხა.
შეხვედრა ბასილაშვილის უპირატესობით დაიწყო. 2:2-ზე ნიკოლოზმა ბრეიკპოინტი მიიღო, რომელიც გამოიყენა და 3:2 დაწინაურდა. 4:3-ზე სპიცირის ბრეიკპოინტი ჰქონდა, მაგრამ ნიკოლოზმა ამერიკელს თამაშში დაბრუნების საშუალება არ მისცა და სეტი 6:4 მოიგო.
მეორე პარტია ბასილაშვილმა შესანიშნავად დაიწყო და ორი ბრეიკით დაწინაურდა - 4:1. სპიცირიმ ერთი ბრეიკის გაბათილება მოახერხა, მაგრამ ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა და საბოლოოდ, მეორე სეტშიც იგივე ანგარიში დაფიქსირდა - 6:4.
ცნობისთვის, შანხაის მასტერსის ძირითადი ბადე პირველ ოქტომბერს დაიწყება, ტურნირის ფინალს კი 12 ოქტომბერს ვიხილავთ.