ილია თოფურია, შონ ომალი
Aa
Aa

„ჯონ ჯონსზე მაღლა დგას“ | ომალისთვის ილია ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ ილია თოფურიას ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი უწოდა. „შუგას“ „ელ მატადორისა“ და კონორ მაკგრეგორის შესაძლო ორთაბრძოლაზე ჰკითხეს და ომალიმ ილია სწორედ ამ დროს შეაქო.

„ილია კონორის წინააღმდეგ? მაკგრეგორს საუკეთესო სერია ნამდვილად არ აქვს და ბოლო ხუთი ორთაბრძოლიდან სამი წააგო. ეს ჩხუბი თეთრი სახლის ღონისძიებაზე? ისინი ამერიკელები არ არიან... ვფიქრობ, თოფურიას მისი დამარცხება შეუძლია, თუმცა მაკგრეგორი არასდროს უნდა ჩამოწერო.

ჩემი აზრით, ილია თოფურია უდიდესი მებრძოლია, რომელსაც დედამიწაზე ფეხი დაუდგამს. Pound for pound ის ყველა დროის საუკეთესოა — ჯონ ჯონსზე მაღლა დგას.

ილიას ბოლო სამი ბრძოლა... ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი და ოლივეირა დაანოკაუტა. ამ მებრძოლებს მსაჯების გადაწყვეტილებით კი არ აჯობა, არც პარტერში გადაუყვანია და გრეპლინგისთვის მიუმართავს — ისინი დაანოკაუტა! ძალიან მაგარია,“ – განაცხადა ომალიმ.

სხვათა შორის, ომალი თოფურიას იწვევდა და ქვემსუბუქ წონით დივიზიონში გადასვლაზე თანახმა იყო. როდესაც „ელ მატადორმა“ „დუ ბრონქსი“ დაანოკაუტა, „შუგა“ ბედნიერი დარჩა, რომ მისი და ილიას დაპირისპირება არ გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორ ვიჩხუბებდი ხამზატთან?“ - მერაბმა ჩიმაევთან ბრძოლის სცენარი აღწერა
„როგორ ვიჩხუბებდი ხამზატთან?“ - მერაბმა ჩიმაევთან ბრძოლის სცენარი აღწერა