ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

შანხაის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპი | ბასილაშვილმა ტომიჩს მოუგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო. მეორე რაუნდში ქართველი ჩოგბურთელი ბერნარდ ტომიჩს დაუპირისპირდა და ავსტრალიელი მეტოქე სამ სეტში დაამარცხა - 4:6, 6:3, 6:1.

ტომიჩმა პირველი პარტია მაღალ დონეზე ჩაატარა და ერთადერთი ბრეიკპოინტი გამოიყენა, თავად კი ოთხი ბრეიკპოინტი მოიგერია. 5:4-ზე, როდესაც ტომიჩი სეტზე აწვდიდა, ბასილაშვილი 40:15-ს იგებდა, მაგრამ ბრეიკი ვერ შეასრულა და პირველი სეტი 4:6 დათმო.

მეორე პარტიაში უპირატესობა ნიკოლოზს ჰქონდა. 2:2-ზე ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება 0:40-დან შემოატრიალა, მომდევნო გეიმში კი ბრეიკი შეასრულა და სეტში საქმე ბოლომდე მიიყვანა - 6:3.მესამე პარტიაში ქართველი ჩოგბურთელი ფენომენალური იყო და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

ცნობისთვის, ბასილაშვილის მომდევნო ოპონენტის ვინაობა ამ წუთებში ირკვევა. ნიკოლოზი მსოფლიოს 638-ე ჩოგნის, ლინან შიაოსა და 128-ე ნომრის, ელიოტ სპიცირის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰამბურგის ფრე უნიონ ბერლინთან - გოჩოლეიშვილი სასტარტოში იყო
ჰამბურგის ფრე უნიონ ბერლინთან - გოჩოლეიშვილი სასტარტოში იყო