ბარსელონა, თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 8 ქულა ჰაპოელთან - ბარსელონა ევროლიგაზე დამარცხდა

ევროლიგის პირველ ტურში ბარსელონა ჰაპოელ თელ-ავივს ესტუმრა და 87:103 დამარცხდა.

ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა თორნიკე შენგელია, რომელსაც ნორმალური მატჩი ჰქონდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 23 წუთი და 58 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8 ქულას, 8 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

შენგელიამ მატჩის მიმდინარეობისას 5-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და 4-ჯერ გამოუვიდა. რვავე ქულა ასე დააგროვა. ერთხელ ისროლა 3-ქულიანი, მაგრამ არაზუსტად, საჯარიმო ტყორცნა არ შეუსრულებია.

თორნიკემ 7 მოხსნიდან 4 საკუთარ ფარზე შეასრულა, ხოლო 3 მეტოქის. ქართველმა 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

ცნობისთვის, ევროლიგის მეორე ტურში, ბარსელონა პანათინაიკოსს ესტუმრება. აღნიშნული მატჩი 3 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:15-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი გაფორმება მნიშვნელოვანი იყო“ | ტორონტოს მწვრთნელმა სანდროზე ისაუბრა
„მისი გაფორმება მნიშვნელოვანი იყო“ | ტორონტოს მწვრთნელმა სანდროზე ისაუბრა