მბაპეს ჰეთ-თრიკი | ჩემპიონთა ლიგაზე ზარიას დებიუტი რეალთან შედგა
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში „ქაირატი’’ შინ მადრიდის „რეალთან’’ 0:5 დამარცხდა.
მბაპემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, 25-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გახსნა, 52-ე წუთზე კურტუას პასის შემდეგ დუბლი შეასრულა, 74-ე წუთზე გიულერის გადაცემას მბაპეს მორიგი გოლი მოჰყვა. 83-ე წუთზე კამავინგამ შეაგდო, მესამე დამატებულ წუთზე - ბრაჰიმ დიასმა.
„რეალის'' გოლები „ქაირატთან''
ჩაბი ალონსოს გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში ორივე მატჩი მატჩი მოიგო, პირველ ტურში შინ „მარსელი’’ 2:1 დაამარცხა. მესამე ტურში, 22 ოქტომბერს ტურინის „იუვენტუსს'' მიიღებს.
ჩემპიონთა ლიგაზე „ქაირატის'' ქართველი შემტევის, გიორგი ზარიას დებიუტი შედგა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მინდორზე მე-80 წუთზე გამოვიდა, თამაშში კარგად ჩაერთო. „სოფასქორის'' მიხედვით მისი სტატისტიკა ასეთია: ბურთთან 10 შეხება ჰქონდა, 7-დან 6 პასი ზუსტად შეასრულა, დრიბლინგის ერთი მცდელობა წარმატებული იყო, მინდორზე ერთი ორთაბრძოლა ჰქონდა და მოიგო. ბურთი 3-ჯერ დაკარგა.
გიორგი ზარიას თამაში „რეალის'' წინააღმდეგ
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის პირველ ტურში ლისაბონის „სპორტინგმა'' შინ „ქაირატს'' 4:1 მოუგო. ორი ტურის შემდეგ ყაზახურმა გუნდმა მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 9 გაუშვა. მესამე ტურში კვიპროსულ „პაფოსს'' უმასპინძლებს (21 ოქტომბერი).
28 წლის გიორგი ზარიამ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი მატჩი ჩაატარა, თუმცა მესამე ეტაპზე „სლოვანთან’’ ტრავმა მიიღო და მას შემდეგ „ქაირატს’’ ვერ ეხმარებოდა, მოედანს „სამეფო კლუბთან’’ დაუბრუნდა.