19-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. 11 და 14 აგვისტოს, ჩვენი გუნდი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში სომხეთის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
19-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლავრენტი დავითაშვილმა მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: სალომე ხაჭაპურიძე (ელიტა), ნინო მეტრეველი (რუსთავი), ხატია ბერიშვილი (რუსთავი)
დაცვა: ნათია ცეცხლაძე (კვარტალი), ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ელიზაბეტ რიჟამაძე (კვარტალი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), ლიზი სახვაძე (რუსთავი), მარიამ შიოლაშვილი (გორი იუნაიტედი), მარიამ კაკულია (ელიტა), ლიზი ლომოური (ახალგორი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: კესო მეტონიძე (რაჭა), ანა საღირაშვილი (ნორჩები), ნათია ჯოჯუა (ელიტა), ანანო მიქაბერიძე (რუსთავი), მარიამ გოგოლაძე (დინამო სოხუმი), ნინო გობაძე (თეთრიწყარო), მარიამ მამფორია (რუსთავი), ლიზი კაკულია (დინამო გაგრა), ნინო ყვავაძე (რუსთავი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), ნინიკო ჩხეტიანი (რუსთავი), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი)