მარცხი ტესტ მატჩში | 19-წლამდე ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა
საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა, დღეს, მონტენეგროს ქალაქ ბერანეში მასპინძელი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებთან პირველი ახმანაგური მატჩი გამართა და მინიმალური სხვაობით 2:1 დამარცხდა.
ანგარიში 30-ე წუთზე იაგოშ რაგანოვიჩმა გახსნა, 38-ზე კი მანვე მასპინძლების უპირატესობა ორამდე გაზარდა. 81-ე წუთზე საქართველოს 19 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში თავი ნიკოლოზ გვაზავამ გამოიჩინა (ასისტი დანილ დუპლის ანგარიშზეა).
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: საბა ტარტარაშვილი, დაჩი გოგოლი, ნიკოლოზ ბოჭორიშვილი, ლუკა კუპრავა, ნიკოლოზ ხუციშვილი, ნიკოლოზ გვაზავა, საბა მურვანიძე, სანდრო რატიანი (ნიკოლოზ ცარციძე, 66), რეზი დანელია, დავით გოგილაშვილი (დანილ დუპლი, 66), ჰალიდ დოლტმურზიევი (გიორგი ფერაძე, 46).
სათადარიგოები: დავით ღვარძელაშვილი, გიორგი ლომიძე, მათე-გიორგი ტატიშვილი, ანდრია ქობულიძე, ნიკოლოზ შალიკიანი.
ვასილ მაისურაძის გუნდი მონტენეგროს წინააღმდეგ მეორე ტესტ-მატჩს 7 აგვისტოს, 21:00 საათზე, ისევ ბერანეს მუნიციპალურ სტადიონზე გამართავს.