ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები, მონტენეგროში მიემგზავრება, სადაც მასპინძელი ქვეყნის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ვასილ მაისურაძის გუნდი, მონტენეგროს 5 და 7 აგვისტოს დაუპირისპირდება. მატჩებს ქალაქი ბერანე და ამ ქალაქის მთავარი არენა - ბერანეს მუნიციპალური სტადიონი უმასპინძლებს.

U19 | შემადგენლობა

მეკარეები: საბა ტარტარაშვილი (დინამო თბილისი), დავით ღვარძელაშვილი (ვილიარეალი, ესპანეთი).

მცველები: დაჩი გოგოლი (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ გვაზავა (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (იბერია 1999), გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), მათე ტატიშვილი (როტ-ვაის ერფურტი, გერმანია), საბა მურვანიძე (იბერია 1999), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ლუკა კუპრავა (ტორპედო ქუთაისი), დანილ დუპლიი (ტორე დელ რეი, ესპანეთი).

ნახევარმცველები: ლაშა ხუციშვილი (დინამო თბილისი), რეზი დანელია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ცარციძე (ლოკომოტივი თბილისი), სანდრო რატიანი სანდრო (იბერია 1999), ანდრია ქობულაძე (ლოკომოტივი თბილისი) ნიკოლოზ შალიკიანი (იბერია 1999),

თავდამსხმელები: ჰალიდ დოლტმურზიევი (დინამო თბილისი), გიორგი ფერაძე (შტურმი), დავით გოგილაშვილი (იბერია 1999).

5 აგვისტო | მონტენეგრო V საქართველო | 21:00
7 აგვისტო | მონტენეგრო V საქართველო | 21:00

19-წლამდე ნაკრები, ნოემბერში (12-18 ნოემბერი) ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთვება, სადაც ხორვატიაში - სერბეთს, გიბრალტარს და მასპინძელ ხორვატიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილის პირველი ოფიციალური შეხვედრა | სპორტინგი ბენფიკასთან დამარცხდა
ქოჩორაშვილის პირველი ოფიციალური შეხვედრა | სპორტინგი ბენფიკასთან დამარცხდა