საქართველოს პროგრესი აქვს - FIFA-მ რეიტინგი განაახლა
FIFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განახლებო სანაკრებო რეიტინგები გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები 1 საფეხურით არის დაწინაურებული.
გასულ თვეში, ჩვენი ქვეყანა რეიტინგში 68-ე ადგილს იკავებდა, განახლებულ სიაში კი საქართველომ ალბანეთს გადაუსწრო და 1375.23 ქულით 67-ე პოზიციაზე აღზევდა.
უცვლელია ლიდერთა ხუთეული. პირველ ადგილზე კვლავ არგენტინაა, მეორეზე ესპანეთი, მესამეზე საფრანგეთი, მეოთხეზე ინგლისი, მეხუთეზე კი ბრაზილიაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ივნისში ორი ამხანაგური მატჩი გამართა. ვილი სანიოლის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა 5 ივლისს, „დინამო არენაზე“ ფარერის კუნძულებს 1:0 მოუგო, 8 ივნისს კი რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე კაბო-ვერდესთან ფრედ, 1:1 ითამაშა.