ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„პირველ რაუნდში დავაფინიშებ“ | ცარუკიანი დარწმუნებულია, რომ ილიას დაამარცხებს

არმან ცარუკიანმა ილია თოფურიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. სომეხმა მებრძოლმა TMZ Sports-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ „ელ მატადორს“ პირველივე რაუნდში დააფინიშებს.

„MMA-ის გულშემატკივარი რომ ვიყო, ჩემი და თოფურიას ჩხუბს სიამოვნებით ვნახავდი, რადგან მსუბუქ წონით დივიზიონში საუკეთესო მებრძოლები ვართ და უნდა გავარკვიოთ, ნომერ პირველი ვინ არის. როგორც ადრე აღვნიშნე, სატიტულო ჩხუბს ყველაზე მეტად ვიმსახურებ.

როგორ წარიმართება ჩემი და ილიას ჩხუბი? ოქტაგონში შევალ, პარტერში გადავიყვან და იდაყვების წყალობით ტექნიკური ნოკაუტით მოვუგებ. პირველ რაუნდში დავაფინიშებ. თოფურია გრძნობს, რომ ჩემთან წააგებს. მას ურჩევნია, ქამარი ვაკანტური გახადოს და მაღალ წონით დივიზიონში გადავიდეს. მან იცის, რომ მისთვის სერიოზული პრობლემა ვარ და ტიტულს აუცილებლად წავართმევ. ის ჩემთან ჩხუბს თავს არიდებს — ეს აშკარაა.“

ცნობისთვის, ცარუკიანმა ილიაზე რამდენიმე დღის წინაც ისაუბრა. არმანმა განაცხადა, რომ თოფურიას ურჩევნია, მარტივი ფული იშოვოს და ჯასტინ გეიჯის ან პედი პიმბლეტს ეჩხუბოს, ვიდრე მას დაუპირისპირდეს. ცარუკიანი დარწმუნებულია, რომ ილიას დაამარცხებს და ყველაფერს აკეთებს, რათა მას ოქტაგონში შეხვდეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„UFC-ში ასეთი პირველი სწორედ მე ვიქნები“ - თოფურიას ახალი სურვილი
„UFC-ში ასეთი პირველი სწორედ მე ვიქნები“ - თოფურიას ახალი სურვილი