საფონოვს პსჟ-ს დატოვება არ უნდა - რუსმა მეკარემ რამდენიმე ვარიანტზე უარი თქვა
მატვეი საფონოვს „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვება არ სურს.
როგორც L’Equipe წერს, პარიზულმა კლუბმა რუს მეკარეს სხვა გუნდებში კარიერის გაგრძელების ვარიანტები შესთავაზა, თუმცა მან უარი თქვა.
გამოცემის ინფორმაციით, მატვეის პარიზი მოსწონს, კარგად ადაპტირდა და ფრანგული ენაც კარგად აითვისა.
თუმცა სხვა გუნდში გადასვლის ვარიანტი გამორიცხული მაინც არ არის, რადგან რუს გოლკიპერს შესაძალოა სათადარიგოს როლი არ მოეწონოს.
რამდენიმე დღის წინ პარიზელებმა ახალი მეკარე, ლუკას შევალიე იყიდეს, გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ჯანლუიჯი დონარუმა განაცხადიდან ამოიღო და ის უეფას სუპერთასის მატჩში არ მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც პსჟ „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ საფონოვი პსჟ-ში 2024 წელს, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ, „კრასნოდარიდან“ გადავიდა. პარიზელების შემადგენლობაში მატვეიმ სულ 17 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაუშვა.