მატვეი საფონოვი
Aa
Aa

პსჟ-მ საფონოვს შეატყობინა, რომ ის მთავარი მეკარე არ იქნება

„პარი სენ-ჟერმენი“ მატვეი საფონოვს მთავარ მეკარედ არ განიხილავს. ამის შესახებ რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზულმა კლუბმა რუს გოლკიპერს შეატყობინა, რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სურს, წასვლაზე უნდა იფიქროს. განიხილება როგორც 1-წლიანი იჯარა, ისე ტრანსფერი, მათ შორის ლიგა 1-ის კლუბებში.

თუ საფონოვი გუნდში დარჩენას გადაწყვეტს, ის მხოლოდ სათადარიგო მეკარის სტატუსისთვის იბრძოლებს. ამ ეტაპისთვის ფეხბურთელმა მოსაფიქრებლად დრო აიღო.

მანამდე დაიწერა, რომ 25 წლის რუსი მეკარის ტრანსფერით „გალათასარაია“ დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ საფონოვი პსჟ-ში 2024 წელს, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ, „კრასნოდარიდან“ გადავიდა. პარიზელების შემადგენლობაში მატვეიმ სულ 17 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაუშვა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    საუკეთესო მარცხენა გარემარბები Sportbible-ისგან | რომელ ადგილზეა კვარაცხელია
    საუკეთესო მარცხენა გარემარბები Sportbible-ისგან | რომელ ადგილზეა კვარაცხელია