ხვიჩა კვარაცხელია, მატვეი საფონოვი
Aa
Aa

საფონოვი: ხვიჩას ადაპტაციის გავლაში დავეხმარე? პირიქით, ის დამეხმარა

პსჟ-ს რუსი მეკარე მატვეი საფონოვი Match TV-ის გაესაუბრა და რა თქმა უნდა, მთავარი თემა ჩემპიონთა ლიგა იყო, სადაც ჟურნალისტს რამდენიმე კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ჰქონდა.

საფონოვი ამბობს, რომ გუნდში მისი ყველაზე ახლო მეგობარი სწორედ ხვიჩაა.

- გჯეროდათ, რომ პსჟ-ში გარკვეული რაოდენობის მატჩის გამართვას შეძლებდით?

„რიგ მატჩებში მონაწილეობა მივიღე, ახალ საფეხურს მივაღწიე. შეიძლებოდა საერთოდ არ მეთამაშა. მეტი მინდა, მაგრამ მოდი ვიყოთ რეალისტები“.

- კვარაცხელიასთან თუ გაქვთ ურთიერთობა?

„ალბათ, მასთან სხვაზე უკეთ ვურთიერთობ, რადგან ენობრივი ბარიერი გვაძლევს სრული და მარტივი საუბრის საშუალებას. მე მას რუბინიდან მიმებს ვუგზავნი ხოლმე, ის კი ყოველთვის რეაგირებს“.

- რამდენად დაეხმარა ხვიჩას ადაპტაციაში გუნდში შენი ყოფნა?

„კომუნიკაბელური ბიჭია. და ასე ვიტყვი: ალბათ ხვიჩა უფრო დამეხმარა ადაპტაციის გავლაში, ვიდრე მე მას. ახლა მყავს ადამიანი, ვისთანაც თავისუფლად შემიძლია ურთიერთობა“.

- ენობრივ ბარიერთან საერთოდ როგორ ხართ პსჟ-ში? ენრიკე პრესკონფერენციებზე ესპანურად საუბრობს.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში გასახდელში დიდი ცვლილებები მოხდა, უფრო მეტად ფრანგული ენა ისმის. ახლა ყველა ფრანგულად ლაპარაკობს, ადრე ასე არ იყო“.

- განაცხადა საფონოვმა Match TV-ისთან საუბრისას.

აქვე გეტყვით, რომ მატვეი საფონოვი პსჟ-ში 2024 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს. გუნდში ხვიჩაზე 6 თვით ადრე მივიდა, თუმცა როგორც თავად აღნიშნა, კვარაცხელია ადაპტაციის გასავლელად მისი დახმარება არ დასჭირვებია, პირიქით - კვარამ მას მეტი დახმარება გაუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრს ჰგონია, რომ მარტივი მატჩი იქნება, მაგრამ წარმატებისთვის 100%-ით უნდა დავიხარჯოთ“ - სანიოლი
„ბევრს ჰგონია, რომ მარტივი მატჩი იქნება, მაგრამ წარმატებისთვის 100%-ით უნდა დავიხარჯოთ“ - სანიოლი