პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა - კვარას სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ ჟერმენში შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა. ქართველმა ფეხბურთელმა ყველა საკლუბო ტურნირი მოიგო, რომელშიც ასპარეზობდა.

მეტიც, ჯვაროსნების სუპერვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერის წინააღმდეგ გოლი გაიტანა.

დღეს, გავლენიანმა გამოცემა Transfermarkt-მა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება განაახლა და ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ხვიჩა ახლა 90 მილიონი ევრო ღირს. აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 85 მილიონი იყო.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კვარას ფასი 85 მილიონი ევრო მაშინ იყო, როდესაც ის ნაპოლიდან პსჟ-ში გადავიდა და შემდეგ 80 მილიონამდე დაეცა. ახლა კი 10 მილიონი ევროთი გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ კვარამ გასულ სეზონში, პსჟ-ს მაისური ყველა ტურნირზე ერთად 25-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთის რეიტინგი Bleacher Report-ისგან | რომელ ადგილზეა კვარაცხელია?
ოქროს ბურთის რეიტინგი Bleacher Report-ისგან | რომელ ადგილზეა კვარაცხელია?