ხვიჩა კვარაცხელია, ჟერომ როთენი
Aa
Aa

„რა მაგარი მენტალიტეტი აქვს!“ | როტენმა კვარაცხელია შეაქო

„მონაკოსა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი ფეხბურთელი, ჟერომ როტენი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომელშიც პსჟ-მა „ინტერი“ 5:0 გაანადგურა. როტენმა ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და განაცხადა, რომ საოცრებაა, როდესაც გუნდში ასეთი ფეხბურთელი გყავს.

„ხვიჩა კვარაცხელიას მოქმედება მატჩის ბოლოსკენ, დენზელ დუმფრისთან ორთაბრძოლაში? პარი სენ-ჟერმენი მის გადმოყვანას სწორედ ამიტომ ცდილობდა. ის საოცრებებს აკეთებს, რაც მარტივი არაა, რადგან პსჟ-ს სეზონის შუა ნაწილში შეუერთდა.

პარი სენ-ჟერმენში, გუნდის ჩამოყალიბების პროცესი დასრულებული იყო, მაგრამ კვარაცხელიამ სრული ინტეგრაცია მაინც გაიარა და რაც მთავარია, პსჟ უფრო ძლიერ გუნდად აქცია. ფინალში, კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, აქტიურად თამაშობდა. დიახ, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ, ამ ბიჭს მაგარი მენტალიტეტი აქვს! საოცრებაა, როდესაც გუნდში ასეთი ფეხბურთელი გყავს“.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 84 წუთი გაატარა. ხვიჩამ გოლი გაიტანა, მეტოქის კარისკენ 6-ჯერ დაარტყა, 4-დან 2 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და 11-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო. Sofascore-მა „კვარას“ თამაში 7.4 ქულით შეაფასა, Whoscored-მა კი მას 7.9 ქულა დაუწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს რიტორიკა არაა, ნაპოლი ისევ მის გულშია“ | Il Mattino კვარაცხელიაზე წერს
„ეს რიტორიკა არაა, ნაპოლი ისევ მის გულშია“ | Il Mattino კვარაცხელიაზე წერს