ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ეს რიტორიკა არაა, ნაპოლი ისევ მის გულშია“ | Il Mattino კვარაცხელიაზე წერს

ნეაპოლური გამოცემა, Il Mattino ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოეხმაურა და „ნაპოლის“ ყოფილ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა. Il Mattino-ს ყურადღების ცენტრში „კვარას“ სიტყვები მოექცა, რომელმაც „პარტენოპეის“ მიერ მოგებულ „სკუდეტოზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩემპიონობა მასაც ეკუთვნის.

„ყველა მომენტი შესაფერისია, რათა ხალხს აჩვენო, რას გრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ პარი სენ-ჟერმენთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის მოგებას აღნიშნავდა, ქართველმა ფეხბურთელმა მაინც გამონახა დრო, დრიბლინგით ყველა მეტოქე ჩამოეშორებინა და ნაპოლის სასარგებლოდ, გოლი გაეტანა.

„სკუდეტო მეც მოვიგე, რადგან 17 მატჩში მივიღე მონაწილეობა. გარდა ამისა, პსჟ-ში გადმოსვლის შემდეგაც, პარტენოპეის თამაშებს სისტემატურად ვუყურებდი და ვამაყობ, რომ მათ დავეხმარე“, - განაცხადა კვარაცხელიამ და მისი სიტყვები რიტორიკა ნამდვილად არაა. მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა და ნაპოლი მაინც ახსოვდა. ესაა დასტური იმისა, რომ წარსული უკვალოდ არასდროს ქრება“, - წერს ნეაპოლური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 2024/25 წლების სეზონში, კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ხვიჩამ „პარტენოპეი“ იანვარში დატოვა და „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად საფრანგეთის თასი, ლიგა 1 და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი სერიოზულია - ზურიკო თურქული კლუბის მთავარი სამიზნე იქნება
ინტერესი სერიოზულია - ზურიკო თურქული კლუბის მთავარი სამიზნე იქნება