ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ინტერესი სერიოზულია - ზურიკო თურქული კლუბის მთავარი სამიზნე იქნება

საქართველოს ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ შემტევის, ზურიკო დავითაშვილის შეძენით თურქეთის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი, „ბეშიქთაში“ სერიოზულად არის დაინტერესებული.

ცნობილი თურქული სპორტული სააგენტო, Ajanshaber1903 ამტკიცებს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დავითაშვილი „ბეშიქთაშის“ მთავარი სამიზნე იქნება.

ზურიკოს ამჟამინდელმა გუნდმა, „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში ადგილი ვერ შეინარჩუნა და ლიგა 2-ში დაქვეითდა, რის გამოც მოსალოდნელია, რომ ქართველი შემტევი უახლოეს პერიოდში კლუბს შეიცვლის.

საგულისხმოა, რომ „ბეშიქთაშის“ გარდა დავითაშვილის დამატებით კიდევ ერთი თურქული კლუბი, „ტრაბზონსპორიც“ არის დაინტერესებული. ასევე, იწერება ფრანგული „სტრასბურგისა“ და პრემიერ ლიგის კლუბ „ბრაიტონის“ ინტერესზეც.

ქართველმა ფეხბურთელმა „სენტ-ეტიენის“ მაისურით ლიგა 1-ის გასულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისმა გუნდმა ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 30 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილი დაიკავა და ლიგა 2-ში დაქვეითდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მონსტრები არიან!“ - სუშიჩი პსჟ-ის შემტევებზე
„მონსტრები არიან!“ - სუშიჩი პსჟ-ის შემტევებზე