საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ლატვიასთან დამარცხდა და მე-9 ადგილისთვის ითამაშებს
Aa
Aa

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ლატვიასთან დამარცხდა და მე-9 ადგილისთვის ითამაშებს

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ლატვიას შეხვდა და 54:106 დამარცხდა.

ლატვიასთან მატჩში 10-ქულიანი ზღვარი საქართველოს ნაკრების ორმა მოთამაშემ გადალახა – დავით ტრაპაიძემ (12 ქულა) და აკმალხან აუბაქიროვმა (12), საბა პატაშურის ანგარიშზე 6 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაა.

ლატვიელთაგან ყველაზე შედეგიანი მარკუს კესტერისი იყო, რომლის ანგარიშზე 19 ქულაა, 10-ქულიანი ზღვარი კი ხუთმა ლატვიელმა მოთამაშემ გადალახა.

მეცხრე ადგილისთვის მატჩში ქართველი კალათბურთელების მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13 აგვისტოს, 18:30 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

1TV

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები