შენგელიას 9 ქულა - ბარსელონამ ანდორა გაანადგურა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „ანდორას“ დაუპირისპირდა“ და 31 ქულის სხვაობით, 102-71 გაანადგურა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 12 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 9 ქულა და 1 მოხსნა დააფიქსირა. ამის გარდა, შენგელიას 1 ჩაჭრაც ჰქონდა. თოკომ 2-დან 1 საჯარიმო, 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
9 ტურის შემდეგ, „ბარსელონა“ 5 მოგებითა და 4 მარცხით მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი ევროლიგაზე, 12 დეკემბერს საკუთარ მოედანზე „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ გამართავს.