შერმადინის 4 ქულა - ტენერიფე რეალთან ბოლო წამებზე დამარცხდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, გიორგი შერმადინის „ლაგუნა ტენერიფე“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში 1 ქულის სხვაობით, 70-71 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 19 ქულა გაატარა და ამ დროის განმავლობაში 4 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ბლოკი მიითვალა. ვეტერანმა კალათბურთელმა 2-დან 2 საჯარიმო და 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.
9 ტურის შემდეგ, „ლაგუნა ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 6 მოგებითა და 3 მარცხით მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი ჩემპიონთა ლიგაზე, 10 დეკემბერს „ტრაპანის“ წინააღმდეგ გამართავს.