გიორგი გულიაშვილი, სარაევო
Aa
Aa

გულიაშვილის ასისტების ჰეთ-თრიკი | სარაევომ დერბი მოიგო

ბოსნია & ჰერცეგოვინის ჩემპიონატის მე-18 ტურში, გიორგი გულიაშვილის „სარაევო“ საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ „ჟელეზნიჩარს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხა.

ქართველი შემტევი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. გიორგი გულიაშვილს გოლი არ გაუტანია, მაგრამ თავი 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ქართველმა შემტევმა მე-14 წუთზე ჯერ აგონ ელეზის გაატანინა, რითაც სარაევომ ანგარიში გახსნა, 42-ე წუთზე რენან ოლივეირას გოლით მასპნძლებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს, საგოლე გადაცემა კვლავ გულიაშვილის ანგარიშზეა. პირველი ნახევრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი „სარაევომ“ ლიალიჩის გოლით ტაიმი 3:0 მოიგო.

მეორე ნახევარში კიდევ ერთი გოლი გავიდა. 86-ე წუთზე მლინარიჩმა გიორგი გულიაშვილის პასი ზუსტად გამოიყენა და საბოლოო ანგარიში, 4:0 დააფიქსირა.

გიორგი გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში „სარაევოს“ მაისურით შიდაჩემპიონატში მე-17 მატჩი ჩაატარა და ჯერჯერობით, მის ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლია, თუმცა ამის გარდა მან 8 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

18 ტურის შემდეგ, „სარაევო“ სატურნირო ცხრილში 26 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ჟრინისკის“ 13 ქულით ჩამორჩება. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას სწორედ „ჟრინისკის“ წინააღმდეგ, 13 დეკემბერს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილის სადებიუტო გოლი - ნიურნბერგმა აუთსაიდერს ვერ მოუგო
ლოჩოშვილის სადებიუტო გოლი - ნიურნბერგმა აუთსაიდერს ვერ მოუგო