ლუკა ლოჩოშვილი, ნიურნბერგი
Aa
Aa

ლოჩოშვილის სადებიუტო გოლი - ნიურნბერგმა აუთსაიდერს ვერ მოუგო

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-15 ტურში, ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ აუთსაიდერ „გროითერ ფიურტს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

ქართველი მცველი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ლოჩოშვილს შედეგიანი მატჩი ჰქონდა, 49-ე წუთზე ბრწყინვალე თავურით თავისი გუნდი დააწინაურა და ამის გარდა, თავის პოზიციაზე მეტოქის რამდენიმე მწვავე შეტევა ჩაშალა.

ლუკა ლოჩოშვილის გოლი:

სამწუხაროდ, ლოჩოშვილის გოლს „გროითერ ფიურტმა“ მალევე უპასუხა და 54-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. 57-ე წუთზე მასპინძლები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. 61-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინეს და მეტი გოლი აღარ გასულა.

ლუკა ლოჩოშვილის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 75 შეხება, 60-დან 52 ზუსტი პასი, 4-დან 3 ზუსტი გრძელი პასი, კარისკენ ერთი დარტყმა და 1 გოლი, 2 ართმევა, 2 განმუხტვა, 1 დაბლოკილი დარტყმა, ბურთის 5-ჯერ დაბრუნება, 3-დან 1 მოგებული პოზიციური დუელი, 7-დან 3 მოგებული საჰაერო დუელი, 2 ჯარიმა. Sofascore-ზე მისი თამაში 7.4 ქულით შეფასდა.

ლუკა ლოჩოშვილი გოლს აღნიშნავს

ქართველმა მცველმა „ნიურნბერგის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში მე-15 მატჩი ჩაატარა - 14 ბუნდესლიგა 2-ში და 1 გერმანიის თასზე, ეს კი მისთვის სადებიუტო გოლი იყო. 15 ტურის შემდეგ „ნიურნბერგი“ მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 14 დეკემბერს, სტუმრად „შალკესთან“ გამართავს, რომელიც 34 ქულით გათამაშების ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ამჯერად შეუდარებელი იყო“ - ფრანგული მედია კვარაზე
“ამჯერად შეუდარებელი იყო“ - ფრანგული მედია კვარაზე