გოგა ბითაძე, ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

ბითაძის 8 ქულა და 8 მოხსნა - ორლანდომ მაიამი დაამარცხა

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ითამაშეს ჩვენმა ქართველმა ლეგიონერებმაც.

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ საკუთარ მოედანზე „მაიამი ჰიტს“ უმასპინძლა და 106:105 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა 20 წუთი ითამაშა, მისი მონაგარი ასეთი იყო: 8 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება. გოგამ სამი ორქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო.

„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო გერმანელი ფრანც ვაგნერი იყო – 32 ქულა, 5 მოხსნა, 3 გადაცემა. „მაიამის“ მხრიდან ნორმან პოუელს 28 ქულა ჰქონდა, ბემ ადებაიოს კი ორმაგი დუბლი - 24 ქულა, 15 მოხსნა.

„ორლანდო“ 14 მოგებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 7 დეკემბერს „ნიუ იორკ ნიქსთან“ ჩაატარებს.

გამთენიისას ასევე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „შარლოტ ჰორნეტსთან“ 86:111 მარცხი იწვნია.

მამუკელაშვილმა ჯამში 16 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 3 ქულა, 3 მოხსნა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. კანადელები ამჟამად 15 მოგებითა და 9 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას 7 დეკემბერს „ბოსტონ სელტიქსთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები